logo_geo
eng_logo
ზონალურ-საათობრივი პარკირება ორბელიანის მოედანზე 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება
- +

21 აგვისტო. 2019. 11:58

 

 

ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ორბელიანის მოედანზეც იგივე მიდგომები იქნება გამოყენებული, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე.

 

შემდეგი არეალი არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად იქნა რეაბილიტირებული. აქ განთავსებულია ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა ჩვენი პროექტის ფარგლებში და მათგან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ამ პროექტის ფარგლებში, აშენდა პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც ჩვენ დედაქალაქის მერიამ განვახორციელეთ, 150 ავტომობილზე, ევროპული სტანდარტებით, როგორც ევროპულ ქვეყნებში არის მოთხოვნები იგივე სტანდარტებით, იგივე მოთხოვნებით. გვინდა, რომ ორბელიანის მოედანზე იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იყოს, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე და ზონალური პარკირების სისტემა გავავრცელოთ. აქ მცხოვრები ადამიანები უნდა დარეგისტრირდნენ სისტემაში და მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ავტომობილით უფასოდ ისარგებლონ“, - განაცხადა კალაძემ.

 

კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ დაიწყონ მოსახლეობის ინფორმირება. მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში ადგილზე საინფორმაციო ჯიხურიც განთავსდება, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, ინფორმაცია მიიღოს პარკირებასთან დაკავშირებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner