logo_geo
eng_logo
საერთაშორისო ციფრული სამიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
- +

21 ოქტომბერი. 2019. 16:05

 

 

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, თბილისში დაგეგმილ  საერთაშორისო ციფრულ სამიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

 

მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი  - „Touch“ დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს თბილისში გაიხსნება. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან კრეატიული ციფრული სააგენტო „Onesoul“ და „თბილისი სტარტაპ ბიურო“. სამიტში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.

 

„Touch“ - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანია წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარება.

 

საერთაშორისო ციფრული სამიტის სპიკერები იქნებიან,  ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის: „Nike“, „Nasa“, „Google“, „Amazon“, „Neuralink“, „SpaceX“, „The Next Web“, „Facebook“, „Smashing Media AG“, „BlaBlaCar“, „Google“, „IBM“, „Nextech Ventures“, „SWG“, „MaxinAI“,  „Bank of Georgia“, „lemlist“, „StartersHub“, „Grammarly“, „Aligned“ „Research“, „Group“, „TWINO“, „UniPAY.com“, „Swedbank“, „digitalswitzerland“, „Barkas“, „Stage-Co“, „Leavingstone“, „Neurons Lab“, „Beetroot Academy“, „Indiegogo“, „TopTal“, „Zalando“, „Smashing Magazine“, „Planable“, „UiPath“, „Pulsar AI“, „AdjaraGroup“ და სხვა.

 

სპიკერების გარდა, სამიტზე გაიმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, გამოფენები, B2B შეხვედრები და მასტერკლასები.

 

წლევანდელი ღონისძიების ძირითადი თემებია: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში  და ა.შ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner