logo_geo
eng_logo
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

19 მაისი. 2020. 10:23

 

 

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

 

 

„19 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 41 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 26 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 34 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner