logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი სახალხო დამცველს: არის თუ არა სიძულვილის ენა, როდესაც ზიარების საიდუმლოს ,,კოვზის ტლეკვად“ მოიხსენიებენ?!
- +

4 ივნისი. 2020. 15:37

 

 

 

„ძალიან კარგია, როდესაც იზრდება პროცენტულობა გათვალისწინებული რეკომენდაციების რაოდენობის, ეს მიანიშნებს, რომ ცალსახად იზრდება ანგარიშვალდებულების ხარისხი“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენაზე.

 

მისი შეფასებით, ძალიან შრომატევადი სამუშაოა გაწეული აღმასრულებული ხელისუფლების მხრიდან და მომავალშიც პროაქტიულად გაგრძელდება ამ მიმართულებით კიდევ და კიდევ მეტი შედეგების მიღწევა.

 

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატები გარკვეულწილად იწუნებენ კოლეგების საუბრის ტონს და შინაარსს, როდესაც ეს უკანასკნელნი საუბრობენ ფეიკნიუსზე, სასჯელაღსრულებაში არსებულ მდგომარეობაზე, უნდა გაითვალისწინონ, რომ სამწუხაროდ ეს ეხება სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშსაც, 2019 წლისასაც და კარგი იქნება, თუ მომავალში ამ თემებზე არ მოუწევთ ყურადღების გამახვილება.

 

ცოტნე ზურაბიანის განცხადებით,  იმ ფონზე, როდესაც ყველას ვალია,  დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები თანაბრად, ხომ არ ხდება ისე, რომ მართლმადიდებელი ადამიანების უფლებები ირღვევა და იგი ამ საკითხზე სახალხო დამცველის მოსაზრებებით დაინტერესდა.

 

„ცალსახაა და მე მგონი, ამას ხაზგასმაც არ სჭირდება, თითოეული ჩვენგანის ვალია და მოვალეობა, რომ განურჩევლად აღმსარებლობისა და ადამიანის რწმენისა, უნდა ვიზრუნოთ თანაბრად ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაზე. როდესაც მართლმადიდებელი რელიგიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ზიარების საიდუმლოებას და ზიარების წესს ,,კოვზის ტლეკვად“ მოიხსენიებენ, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის სიძულვილის ენა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ჩვენი ათასობით, ასი ათასობით მორწმუნე ადამიანისთვის“, - მიმართა ცოტნე ზურაბიანმა სახალხო დამცველს.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner