logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის თანამშრომლებმა მწვანე ნარგავის თვითნებურად დაზიანების ფაქტი გამოავლინეს
- +

19 მაისი. 2017. 21:13


თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა სვანიძის ქუჩაზე მწვანე ნარგავის თვითნებურად დაზიანების ფაქტი გამოავლინეს.


ადგილზე მისვლისას, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქე გ.ქ-მ განუმარტა, რომ იგი საკუთარ მიწის ნაკვეთზე  სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, რაშიც ხელს უშლიდა ხილკენკროვანი ხე-მცენარე. მოქალაქის განმარტებით, მან აღნიშნული ხე მიმდებარე ტერიტორიაზე გადარგო.


ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ფაქტის გადამოწმების შედეგად გამოავლინეს არა კენკროვანი მცენარის გადარგვის, არამედ მრავალწლოვანი წიწვოვანი ნარგავის მოჭრის ფაქტი.


თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს აცნობა. ამასთან, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ინფორმაცია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში გადაიგზავნა.


შეგახსენებთ, აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.


 

right_banner
არქივი
right_banner