logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია
- +

10 თებერვალი. 2019. 02:26

 

საქართველოს პრეზიდენტი, იმერეთში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს  ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია და ბენეფიციარები მოინახულა.

 

ცენტრის დირექტორის, ნინო ნემსიწვერიძის განცხადებით, ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 7-დან 8 წლამდე ბენეფიციარები ექვს საათს ატარებენ, ამ დროის განმავლობაში ისინი ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით არიან უზრუნველყოფილნი.

 

როგორც ,,კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო ინდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნავს.

 

პრეზიდენტმა ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნავენ, რადგან ცენტრი დაარსებიდან მუნიციპალურ ბალანსზე იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner