logo_geo
eng_logo
მეფე-ერეკლეს მიერ გამოცემული ბრძანება მამათმავლობის შესახებ
- +

30 მარტი. 2016. 13:21

 

 

მეფე-ერეკლეს მიერ გამოცემული ბრძანება მამათმავლობის შესახებ:



ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდ-ვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენ ხალხს ვართხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს - ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა-დამნაშავე კაცის ტანჯვა-წამება) დაიხოცნენ.

ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ". (1767 წელი მეფე - ერეკლე)


 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner