logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სტრუქტურული რეფორმები კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება
- +

7 დეკემბერი. 2017. 15:10



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხემალი სამართალდამცავი სტრუქტურის, უნდა იყოს უფრო ეფექტური.


მინისტრის თქმით, სტრუქტურული რეფორმები სწორედ კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.


„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. ამიტომ იმ სახით, რითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან ამ თემაში - სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია.

კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან, გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ეს პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა იყოს უფრო ეფექტური და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში იმ სტრუქტურული რეფორმების, რომელსაც ჩვენ დავგეგმავთ და განვახორციელებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner