logo_geo
eng_logo
გენო პეტრიაშვილი ინდოეთში იასპარეზებს
- +

4 იანვარი. 2018. 22:25



9 იანვარს ნიუ დელიში სტარტს აიღებს ინდოეთის პროფესიული საჭიდაო ლიგის პროლიგის გათამაშება. შეჯიბრი წელს უკვე მესამედ ჩატარდება.


საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ მძიმე წონით კატეგორიაში ეყოლება. ნიუ დელიში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს.


პროლიგაზე პეტრიაშვილი ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერია: ის შარშანდელი ჩემპიონის - „პენჯაბ როიალსის" რიგებში იასპარეზებს. კლუბმა ქართველი ფალავანი აუქციონზე 78 000 დოლარად შეიძინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×