logo_geo
eng_logo
მაშველებმა დაბა სტეფანწმინდაში მყოფი ესტონელი ტურისტი გადაარჩინეს
- +

5 აგვისტო. 2019. 12:46

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე შეუძლოდმყოფ ესტონელი ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშა ნათქვამი, 54 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში მოათავსა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე იმყოფებოდა ესტონელ ტურისტთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

 

54 წლის მამაკაცი, დაბალი წნევის გამო, ადგილზე მყოფი პოლონელი ექიმების მიერ შეერთებული იყო სასუნთქ აპარატზე და მისი ქვეითად გადაადგილება და ჩამოყვანა შეუძლებელი იყო.

 

უამინდობის გამო, მეტეოსადგურის მიმართულებით, შეუძლებელი იყო ვერტმფრენის გაფრენა, შესაბამისად, ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, სტეფანწმინდიდან გავიდა ხუთკაციანი ქვეითი სამაშველო ჯგუფი.

 

მაშველებმა შეუძლოდმყოფი ესტონელი ტურისტი მეტეოსადგურიდან უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის რაიონის სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner