logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: ცდილობენ, საზოგადოებას მაქსიმალურად მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 15:50



„თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დეტალურად აღწერს „პანორამა თბილისის" გეგმას.


„ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული ნონსენსია - ცდილობენ, საზოგადოებას მაქსიმალურად მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, და მეტიც, ეს სიცრუე დააჯერონ. რეალურად რა კეთდება „პანორამა თბილისის" ფარგლებში, დეტალურად გიამბობთ: მოგეხსენებათ, პროექტზე საუბარი 2014 წელს დაიწყო, ერთი წლის განმავლობაში საჯარო განხილვები და დისკუსია მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც აბსოლუტურად რაციონალური პროექტი მივიღეთ. თავისუფლების მოედანთან აშენდება შვიდვარსკვლავიანი კომპლექსი, სადაც მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცეები და ტყუილია, რომ ის მხოლოდ სასტუმროებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, ამ ადგილას ადრე ცეკავშირის შენობა იდგა და ადრეც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, თუმცა, ამჯერად გაკეთდება ე.წ. მწვანე შეჭრები, რაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას გულისხმობს, სწორედ ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. პირველ სართულზე განთავსდება მაღალი დონის რესტორნები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, მეორე სართულზე კი ორი საკონფერენციო დარბაზი, რომელთა ფართობი ჯამში 1000 მ2. ერთი საკონფერენციო დარბაზი ოვალური ფორმის იქნება და დატვირთვაც განსხვავებულად წარმოგვიდგენია - ერთი საკონფერენციო დარბაზი იქნება გალერეის ტიპის, მეორე კი წმინდა საკონფერენციო, ეს ყველაფერი კი „მერიოტის" საერთაშორისო სტანდარტებით კეთდება. ტერიტორიის ზედა ნაწილზე საბაგირო მოეწყობა. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, საბაგიროთი ავიდეს სასტუმრომდე, სადაც 6 კატეგორიის 220 ნომერი მოეწყობა შესანიშნავი ხედებით თბილისზე. სასტუმროში ასევე იქნება A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნესცენტრი და ინფინიტი-აუზი", - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.









 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner