top_leaderboard
left_sabechdi

გია აბაშიძე ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე: უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ „აპრავებ“, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში

„შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ „აპრავებ“, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა – დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.

აბაშიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე არასამთავრობოების გზით ცდილობს თვითდამკვიდრებას.

„ეს ნაცარსება, სახელად ნოდარ ხარშილაძე, ვითომ ცდილობს ვითომ არასამთავროების გზით თვითდამკვიდრებას. შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ „აპრავებ“, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ