top_leaderboard
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანა არ არის ცალკეული პირების ცხოვრების განსხვავებული წესის სტიგმატიზება

“თუ ნორმალურია ის, ბავშვს უხსნიდე და ეუბნებოდე, რომ მართალია ბიჭად ან გოგოდ გაჩნდა, მაგრამ შეუძლია ბავშვობის ასაკში დაფიქრდეს იმაზე, გოგო ხომ არ არის, ან ბიჭი, ეს თუ ნორმად უნდა ვაქციოთ და ეს სახელმწიფო, საგანმანათლებლო პროგრამებში უნდა შევიტანოთ, მაშინ თქვან, ვინ არის ამის მომხრე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენი ამოცანა არ არის ცალკეული პირების განსხვავებული ცხოვრების წესის სტიგმატიზება. კონსტიტუციით დაცულია, აღიარებულია მათი ყველა უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა. ეს არის ხელშეუხებელი და ასევე დარჩება. ბაღებში, სკოლებში უნდა შევიდეს სასწავლო პროგრამები, სადაც ბავშვებს ეტყვიან, რომ თქვენ ხართ ბიჭად ან გოგოდ დაბადებული, მაგრამ იფიქრეთ, არსებობს ასეთი იდეოლოგია, რომ თქვენ შეიძლება იყოთ ბიჭის შემთხვევაში გოგო და/ან გოგოს შემთხვევაში ბიჭი. პირდაპირ ფინანსდება პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს უკვე ბაღიდან, სასწავლო პროგრამებში ასეთი პროგრამების შეტანას. ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის იდეოლოგია, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გაიზიაროს, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ, თუმცა მე ამ წარმოდგენის არ ვარ.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს. თუ ნორმალურია ის, ბავშვს უხსნიდე და ეუბნებოდე, რომ მართალია ბიჭად ან გოგოდ გაჩნდა, მაგრამ შეუძლია ბავშვობის ასაკში დაფიქრდეს იმაზე, გოგო ხომ არ არის, ან ბიჭი, ეს ნორმად უნდა ვაქციოთ და ეს სახელმწიფო, საგანმანათლებლო პროგრამებში უნდა შევიტანოთ, მაშინ თქვან, ვინ არის ამის მომხრე. ჩვენ ამის მომხრე არ ვართ. არ ვართ მომხრე, სახელმწიფომ დაუშვას, რომ ერთნაირსქესიანთა პირებს – ორ კაცს ან ორ ქალს ბავშვის აყვანის უფლება ჰქონდეს. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ქორწინება არ არის ქალის და მამაკაცის კავშირი. ეს არის ერთი ჯაჭვი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ასევე იხილეთ