“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონს აღარ ეწვევა”, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ეს იმედგამაცრუებელია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდებიან.
„ჩვენი შეხედულება, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია დიდი შეცდომა იქნება, არ შეცვლილა“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, დღეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი გააუქმა.