top_leaderboard

დონალდ ტრამპი: ისრაელმა ომი უნდა დაასრულოს

“ისრაელმა ღაზაში ომი უნდა დაასრულოს, რადგან იგი მსოფლიოს დიდი ნაწილის მხარდაჭერას კარგავს”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის გაზეთ Israel Hayom-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობის მიღწევაა.

„თქვენ ომი უნდა დაასრულოთ. თქვენ ეს უნდა დაასრულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებთ. ჩვენ მშვიდობას უნდა მივაღწიოთ, ამის გაგრძელება არ შეგვიძლია. და მე ვიტყოდი, რომ ისრაელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან თქვენ მსოფლიოს დიდ ნაწილს კარგავთ, ბევრ მხარდაჭერას კარგავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო „ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმას ვერ განახორციელებდა.

ასევე იხილეთ