top_leaderboard

იოავ გალანტი: ისრაელს არ აქვს მორალური უფლება, შეაჩეროს ღაზაში ომი, ვიდრე ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება

“ისრაელს არ აქვს მორალური უფლება, შეაჩეროს ღაზაში ომი, ვიდრე ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან პირველ შეხვედრაზე მე ნათლად გამოვხატე „ჰამასის“ დაშლისა და მძევლების სახლებში დაბრუნების მნიშვნელობა. ჩვენ ვიმოქმედებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ყველგან, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ, რათა ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავიანთი მისია დაასრულონ. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, შევაჩეროთ ომი ღაზაში, ვიდრე ყველა მძევლს საკუთარ სახლებში არ დავაბრუნებთ. თუ ჩვენ არ მივაღწევთ მკაფიო და აბსოლუტურ გამარჯვებას ღაზაში, ამან შეიძლება, დაგვაახლოვოს ჩრდილოეთში ომთან“, – განაცხადა გალანტმა.

შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.

ასევე იხილეთ