top_leaderboard

თეთრი სახლი: ბენიამინ ნეთანიაჰუ ცდილობს, შექმნას კრიზისი აშშ-ისრაელის ურთიერთობებში

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ცდილობს, შექმნას კრიზისი აშშ-ისრაელის ურთიერთობებში.

„როგორც ჩანს, (ისრაელის) პრემიერის ოფისი ირჩევს პრობლემის აღქმის შექმნას, როდესაც მათ ამის გაკეთება არ სჭირდებათ. ჩვენ რაღაცნაირად დაბნეულები ვართ ამით. ეს არასავალდებულო რეზოლუციაა, ამიტომ არანაირი გავლენა არ აქვს ისრაელის უნარზე, განაგრძოს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩანს, (ისრაელის) პრემიერის აპარატი საჯარო განცხადებებით მიუთითებს, რომ ჩვენ შევცვალეთ პოზიცია. ჩვენ არ შეგვიცვლია“, – დასძინა მან.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გააგზავნის დელეგაციას ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვეტო არ დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

ასევე იხილეთ