top_leaderboard

საქართველო პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.

ფაქტები

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა.

1960 წლიდან დღემდე ევროპის ყველა ჩემპიონატზე იყო მინიმუმ ერთი დებიუტანტი. ევრო 2024-ზე საქართველოს გასვლის შემთხვევაში ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდებოდა. ჩვენი გუნდის გარდა პლეი ოფში მოთამაშე დანარჩენ 5 გუნდს და უკვე საგზურის მფლობელ 21-ს მინიმუმ ერთხელ მაინც უასპარეზია ევროპირველობაზე.

26 მარტის ფინალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან 2 ფრე და 7 წაგება ჰქონდა.

ასევე იხილეთ