top_leaderboard

გიორგი მამარდაშვილი: ჩვენ ისტორია დავწერეთ!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი  ამბობს, რომ  სწორედ, გულშემატკივრის დამსახურებაა დღევანდელი გამარჯვება.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს იმიტომ, რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწად- ნახევარი, ორი წელი რაც იყო, გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ, რაც შეუძლიათ. მათი დიდი დამსახურებაა დღეს რომ აქ ვართ და მიხარია მათთვის, რადგან ისინი გავაბედნიერეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ოცნება ამიხდა. მთლიანად თამაში ძალიან რთული იყო. ვიცოდით, რომ ფინალი იყო და ფინალი სულ არის დაძაბული.

არ იცი რა მოხდება და მითუმეტეს ნაკრებში უფრო რთულია. დიდ წნეხს გრძნობ, პასუხისმგებლობას და ამიტომ რთული იყო. ემოციური თამაში იყო. მე და ბიჭებს გვინდოდა ეს ხალხი გაგვეხარებინა, რადგან იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია”, განაცხადა მამარდაშვილმა. 

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ