top_leaderboard

კახა კალაძე: 26 მარტის თამაში ჩვენი შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება, რომელმაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო გააერთიანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში კი ოდესმე ალბათ ჩვენი შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება.

2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ