top_leaderboard

გიორგი ამილახვარი: 5 აპრილს გაიხსნება სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც დაახლოებით, 20 ათასი სტუდენტი ჩაერთვება

“ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წელს პირველად გვექნება, ეს იქნება სტუდენტური ფესტივალი. 5 აპრილს იქნება მისი მასშტაბური გახსნის ღონისძიება და ამ ფესტივალშიც, დაახლოებით, 20 000 სტუდენტი ჩაერთვება. ის მოიცავს ექვს მიმართულებას – ეს არის კულტურა, სპორტი, არაფორმალური განათლება, ტექნოლოგიების მიმართულება (STEM მიმართულება), მოხალისეობა და ინტერმედია”,  – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა საჯარო პრეზენტაცია იმაზე, თუ წელს რას მიმართულებების განხორციელებას ვაპირებთ. ეს არის მასშტაბური სპორტული, შემეცნებითი, კულტურული ღონისძიებები, არაფორმალური განათლება, ბანაკები… რა თქმა უნდა, ბანაკები აქამდეც ხორციელდებოდა, თუმცა ჩვენ შევიტანეთ გარკვეული შინაარსობრივი ცვლილებები, რომ არაფორმალური განათლება, გართობის ელემენტები უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული. ასევე შევქმენით თემატური ბანაკები, სადაც ინტერესთა ჯგუფებს გავუკეთებთ გასვლით ბანაკებს, რაც სხვადასხვა საკითხზე დებატებისა და დისკუსიის ერთგვარი პლატფორმა იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე იხილეთ