top_leaderboard

გიორგი ამილახვარი: ამ ისტორიულ გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავ

“ამ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ფეხბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტს და განსაკუთრებით ჩვენს გმირ ბიჭებს”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მე 40 წლის ვარ და სიამაყის და სიხარულის მსგავსი განცდა არ მახსენდება. გუშინ ქვეყანა ერთიანი იყო და ეს არის იმის საწინდარი, რომ მთავარი და დიდი გამარჯვებები, მათ შორის, ქვეყნისთვის, ევროპული მომავლისთვის, მომავალშია. ახალგაზრდებისთვისაც ეს არის მისაბაძი ამბავი, ეს ბიჭები, პრაქტიკულად, ბრძოლის ველზე იყვნენ 120 წუთი და ქვეყანას მიუძღვნეს თავი“, – აღნიშნა ამილახვარმა.

 

 

 

ასევე იხილეთ