top_leaderboard

გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიზე: „ახალს“ არქმევს თავის ორგანიზაციას, არადა ყველაფერი ყავლგასულია

“გვარამიას რეპლიკა, „შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც“, ეს ხომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს ადამიანი არ შეცვლილა. რევანშზე ფიქრობს. მისი მიმდევრები რევანშზე ფიქრობენ. ვითომ, „ახალს“ არქმევს თავის ორგანიზაციას, არადა ყველაფერი ყავლგასულია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მოეხსნას სანქცია ან მას ბოდიში მოუხადონ, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ჩადენილი შეცდომები 12 წელია არ უღიარებიათ და შესაბამისად, იგი მათგან ამას ახლაც არ მოელის.

„ამ ადამიანებს რა უნდა მოვთხოვოთ უდიდესი შეცდომებისა და დანაშაულის აღიარება? რაც ბოლო 12 წლის მანძილზე არ უქნიათ, იმას ჩვენ მათ ხვალ და ზეგ ნუ მოვთხოვთ. მე გამკვირვებია საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ ზურაბიშვილის. რომელიც დაექვემდებარა მავნე გავლენებს, ევროპარლამენტარების შეძახილს და მათ დიდ მეცადინეობას, რათა გვარამიას პატიმრობაზე მას აზრი შეეცვალა. გამკვირვებია ძალიან ბევრი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც თავის დროს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური მიდგომებითა და პოზიციით გამოირჩეოდა. შემდეგ მთლიანად შეიცვალა პოზიცია და ხმაშეწყობილად ღაღადებდა, რომ თითქოს, ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. ყველაფერი ხომ თვალნათლივ გამოჩნდა!

რაც შეეხება გვარამიას რეპლიკას, რომ შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც, ეს ხომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს ადამიანი არ შეცვლილა. რევანშზე ფიქრობს. მისი მიმდევრები რევანშზე ფიქრობენ. ვითომ, „ახალს“ არქმევს თავის ორგანიზაციას, არადა ყველაფერი ყავლგასულია, ყველაფერი ხავსმოკიდებულია, ყველაფერი ძველია. ადამიანები ერთი წამით არ ინანიებენ ჩადენილ ცოდვებს. თუნდაც, გვარამიას წინა რამდენიმე გამოსვლა მონანიების ნოტებით გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ყალბია, თავიდან ბოლომდე ფიქციაა. აქედან გამომდინარე, რთულია ჩვენ ველოდოთ, რომ ვინმე საბოდიშო სიტყვას იტყვის. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ნიკა გვარამიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ არ აქვს მოლოდინი, მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მისი გადაწყვეტილების სამართლიანობა დაადასტურა, ვინმე ბოდიშს მოუხდის.

 

 

ასევე იხილეთ