top_leaderboard

მეთიუ მილერი: აშშ ძალიან იმედგაცრუებულია რუსეთის გადაწყვეტილებით

აშშ იმედგაცრუებულია რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების მონიტორინგის განახლებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, და ჩინეთის გამო, რომელმაც თავი შეიკავა კენჭისყრისგან”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

„აშშ ძალიან იმედგაცრუებულია რუსეთის ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ასევე იმედგაცრუებული ვართ, რომ ჩინეთმა 14 წლის შემდეგ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს ამ მნიშვნელოვანი მანდატის მხარდაჭერისგან. ექსპერტთა პანელი იყო ოქროს სტანდარტი ფაქტებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ანალიზისა და რეკომენდაციების მიწოდებისთვის ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაერო-ს სანქციების განხორციელების შესახებ. ამ 15 წლის განმავლობაში ექსპერტთა საბჭო სარგებლობდა უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერით და ამ წლამდე ხდებოდა მისი განახლება კონსენსუსით.

რუსეთის ქმედებებმა დღეს ცინიკურად შეარყია საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს ყველაფერი ხდება იმ კორუფციული გარიგების წინსვლისთვის, რომელიც მოსკოვმა დადო ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთის ვეტო იყო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის გამოყენებასაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაძლიერებლად შეძლებს“, – განაცხადა მილერმა.

 

ასევე იხილეთ