top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: გვარამიას არ უცხოვრია სიმართლით და არ იცის ეტყობა, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა

„ევროპას თავის გამოწვევები არ ეყოფოდა, ახლა გვარამიას უნდობლობა დაემატა”, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გვარამიას არ უცხოვრია სიმართლით და არ იცის ეტყობა, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა.

„ევროპას თავის გამოწვევები არ ეყოფოდა, ახლა გვარამიას უნდობლობა დაემატა. ვფიქრობ, ევროპა ამას გადაიტანს, მაგრამ თვითონ გვარამიამ როგორი რკინის ქალამნებიც არ უნდა ჩაიცვას და რამდენი მთაც არ უნდა გადაიაროს, ყველგან დახვდება ის სიმართლე, რომელიც ქართველმა მოსამართლემ გამოიტანა. გვარამიას არ უცხოვრია სიმართლით და არ იცის ეტყობა, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა, ქართულ მართლმსაჯულებაშიც, სტრასბურგის სასამართლოშიც და გაეროს სასამართლოშიც“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ