top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ღარიბაშვილი: 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც ენჯეო, ეს ადამიანები თავად გადაწყვეტენ საკუთარ ბედს

„მახსოვს, ბატონი მურუსიძე როცა აირჩიეს, თუ არ ვცდები, ქალბატონმა გიგაურმა შეხვედრაც კი გამართა მასთან და ზარზეიმით აღინიშნა ეს პროცესი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი იყო, რომ სასამართლო არ გახდებოდა თავისუფალი, რაშიც მოტყუვდნენ.

„ეს სისტემა იყო მახინჯი სისტემა, რომელიც ჩაგრავდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, პოლიციას და ა.შ. მთელი ეს ინსტიტუტები გაუქმებული იყო. იყო საშინელი ზეწოლა ამ ადამიანებზე, იყვნენ სისტემის მსხვერპლნი. მას შემდეგ ამ ადამიანებმა აჩვენეს სრული დამოუკიდებლობა. მთელმა მოსამართლეთა დიდმა კორპუსმა, 300-მა მოსამართლემ აირჩია ეს ადამიანები, ჩვენ ამ პროცესში არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია. მეტსაც გეტყვით, „ენჯეოები“, რომლებიც ემსახურებიან უცხო ქვეყნების ინტერესებს, მაშინ პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ჩარეულიყო. მახსოვს ბატონი მურუსიძე აირჩიეს და თუ არ ვცდები, ქალბატონმა გიგაურმა შეხვედრაც კი გამართა მასთან და ზარზეიმით აღინიშნა ეს პროცესი. მათი მოლოდინი იყო, რომ სასამართლო არ გახდებოდა თავისუფალი, რაშიც ძალიან მაგრად მოტყუვდნენ. საბედნიეროდ, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორი, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული პოზიცია დაიჭირა. 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც ენჯეო, ეს ადამიანები თავად გადაწყვეტენ საკუთარ ბედს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ