top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, რომელიც საზოგადოების მიმართ საკუთარი ფინანსების გაცხადებას ნიშნავს

„ყოფილა შეხვედრები, როდესაც რომელიღაც „ენჯეოს“ წარმომადგენელს უთქვამს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა – იქვე შევსულვარ ტელეფონით ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე და მიჩვენებია, რომ საერთოდ არაფერი უდევს ვებგვერდზე”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოება უნდა კონცენტრირდეს, არის ის, რომ არ დაუჯერონ ამ მანიპულაციებს და დააკვირდნენ იმას, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული ჯგუფები, ყვირილით გადაფარონ საღი აზრი

„არასამთავრობოებთან შეხვედრების დროს, როდესაც მქონდა ამაზე საუბარი, იყო სიტუაცია, რომ მეუბნებოდნენ, ყველაფერი გამჭვირვალეა. თუ ისინი ფინანსთა სამინისტროს არ მიაწვდიან ინფორმაციას, ეს გაუმჭვირვალობა კი არ იქნება. ეს იქნება გადასახადების დამალვა, რაც ცალკე საკითხი და დანაშაულია. ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, რომელიც საზოგადოების მიმართ საკუთარი ფინანსების გაცხადებას ნიშნავს. ყოფილა შეხვედრები, როდესაც რომელიღაც „ენჯეოს“ წარმომადგენელს უთქვამს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა – იქვე შევსულვარ ტელეფონით ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე და მიჩვენებია, რომ საერთოდ არაფერი უდევს ვებგვერდზე.

ეს მანიპულაცია შარშან უკვე გავიარეთ. მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოება უნდა კონცენტრირდეს, არის ის, რომ არ დაუჯერონ ამ მანიპულაციებს და დააკვირდნენ იმას, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ზუსტად ამ ფარული ფონდებიდან ფინანსდებიან ხოლმე, ყვირილით გადაფარონ საღი აზრი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე იხილეთ