top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: გვესმის კრიტიკა და საფუძვლებს არ ასახელებენ, ევროკავშირის 9 დათქმის ნაწილში, რომელ პუნქტს ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი?

„კრიტიკას უნდა ჰქონდეს საფუძველი. გვესმის კრიტიკა, საფუძვლებს არ ასახელებენ. ევროკავშირის 9 დათქმის ნაწილში, რომელ პუნქტს ეწინააღმდეგება დაინიცირებული კანონპროექტი [გამჭვირვალობის შესახებ] გვითხრან და გავცემთ პასუხს”, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

„ცხრა დათქმასთან დაკავშირდებით არსებობს გეგმა და მივყვებით ამ გეგმას. მაგრამ ამ კანონთან დაკავშირებით თუ მისვამთ შეკითხვას, გვითხრას ვინმემ, სად, რომელ ფრაზას ეწინააღმდეგება და გავცემთ პასუხს. ყველა პუნქტთან დაკავშირებით, ან გვექნება ახსნა თუ ვერ შევასრულებთ, მაგალითად ვენეციის კომისიის კონკრეტული პუნქტი არ შევასრულეთ იმიტომ, რომ პრეცედენტი არ ჰქონდა. ამ ცხრა პუნქტიდან გამომდინარე, თუკი რაიმე ისეთი ვენეციის კომისიას ან სხვა ორგანიზაციას ექნება ისეთი ჩაშალა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას და არსად პრეცედენტი არ არის, არ შევასრულებთ. ისეთი საკითხი, რაც იქნება გასათვალისწინებელი არგუმენტებით და არ შეეწინააღმდეგება ქართულ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ყველა პუნქტს შევასრულებთ თავიდან ბოლომდე. მაგალითად, თუ ვეტინგად თარგმნის ვინმე რომელიმე პუნქტს, ამას არ დავემორჩილებით, ამას არ შევასრულებთ იქიდან გამომიდინარე, რომ დამოუკიდებლობის ხარისხში ასე არ ჩავრევთ. ადეიშვილს არ ჩავრევთ საქართველოს სასამართლოზე გადაწყვეტილების მიღებაში. ჯერ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე და მწამებელი ადამიანი არ უნდა გადაადგილდებოდეს ევროპის ქვეყნებში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ