top_leaderboard

„ქრონიკის“ კორესპონდენტი: ჩვენთვის აქციაზე მუშაობა განსაკუთრებულად რთულია რადგან ეს ადამიანები ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან

“ვცდილობთ გავაგრძელოთ მუშაობა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა როგორც იცით მესამე დღეა განსაკუთრებულად გვიჭირს „იმედის“ კორესპონდენტებს აქ მუშაობა, ვინაიდან ეს ადამიანები ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ კორესპონდენტმა ანუკი ჩხიკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ „პოსტივის“ ოპერატორს.

„რამდენიმე წუთის წინ, როდესაც ვიღებდით კადრებს, გამოგვყვნენ და სხვადასხვა ნივთს გვესროდნენ. ისინი შეძახილებით მოგვყვებოდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება „პოსტივის“ ოპერატორსა და ამ ხალხს შორის, აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ „პოსტივის“ ოპერატორს, რის შემდეგაც პოლიცია ჩაერია და სიტუაცია განმუხტეს. ჩვენ ვიმყოფებოდით კანცელარიის შესასვლელთან, სადაც ცოტა ხნის წინ განსაკუთრებულად დაძაბული სიტუაცია იყო. პოლიციის მოწოდების მიუხედავად აქტივისტები მაინც ცდილობდნენ, რომ კორდონი გაერღვიათ. ჩვენ პოლიციელების დახმარებით გამოვედით გარეთ, მაგრამ ჩვენთვის აქციაზე მუშაობა განსაკუთრებულად რთულია, რადგან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ეს ადამიანები ჩვენს მიმართ“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

ასევე იხილეთ