top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი საელჩოებსა და დონორებზე: უნდა ვიცოდეთ, ემიჯნებიან თუ არა მათი დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან პარლამენტის წინააღმდეგ ულტიმატუმებს

როდესაც დონორს ეცოდინება, რომ მისი დაფინანსება არის გამჭვირვალე, ის, რა თქმა უნდა, მეტად პასუხისმგებლიანი იქნება ამ დროს, რომ რას აკეთებს მისი დაფინანსებით მოქმედი ადამიანი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ, როგორც ვიცით, დონორები, მაგალითად, როდესაც ხდება გარკვეული კვლევებისა თუ პუბლიკაციების შექმნა „ენჯეოების“ მხრიდან, იქ მათი მოთხოვნა არის ხოლმე, რომ დატანილი იყოს წარწერად, რომ ისინი შინაარსზე არ აგებენ პასუხს. ყველა ქმედებასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ მათი შეფასება და კონკრეტულად, გუშინდელთან დაკავშირებით საელჩოების თუ დონორების პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან, პარლამენტის, საქართველოს ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს წინააღმდეგ ულტიმატუმების დაყენებას. არა კრიტიკას, არა რჩევას, არამედ, ულტიმატუმის დაყენებას და ამ ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო, ფაქტობრივად შესაძლო ძალადობისკენ მიჰყავთ აქცია“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ