top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანონის საჭიროება, რომ უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე იყოს

„პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ხალხისთვის და ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანონის საჭიროება, რომ უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხალხი არის ფართო ცნება და პარლამენტმა, როგორც ხალხის წარმომადგენელმა ორგანომ, უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისა და ხალხისთვის კარგია. მან ასევ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა სურდა წინა წლებში რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად გარკვეულ ჯგუფებს და რის განხორციელება უნდოდათ.

„ხალხი არის ფართო ცნება და ხალხი არის მინიმუმ 3,7მლნ მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ასევე ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის გარეთ. ხალხი უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ცალკეული ჯგუფები.

რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს პარლამენტი, სწორედაც ხალხის წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისა და ხალხისთვისაა კარგი. ასე თუ მივყვებით, 2022 წელს ოპოზიციამ შეძლო, მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება იმისთვის, რომ მოეთხოვათ, გაგვეშვა მოხალისე მებრძოლები უკრაინაში. უნდა გაგვეშვა?

2022 წელს მათ მოახერხეს ხალხის მობილიზება რუსთაველზე, რომლებიც ითხოვდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. უნდა დაგვეწესებინა?

მათ მოახერხეს გარკვეული რაოდენობის ხალხის მობილიზება რუსთაველზე, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა. უნდა გაგვეთავისუფლებინა?

ეს ასე არ წყდება. ხალხი, უპირველეს ყოვლისა, თავისი საკუთარი წარმომადგენლებისთვის მანდატის მინიჭებით არჩევნებზე წყვეტს. პარლამენტში წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური გემოვნება, რაც საზოგადოებაშია და პარლამენტი სწორედ არის ასახვა საზოგადოების – თავისი ინტერესებით, ჯგუფებით, სიმცირითა თუ სიდიდით, ამის ასახვა არის საქართველოს პარლამენტში და ამიტომაც არის საქართველოს პარლამენტი, რომ მიიღოს ასეთი სახის გადაწყვეტილება. ამიტომ, პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ხალხისთვის და ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საჭიროება ამ კანონის, რომ უცხოური დაფინანსება იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ