top_leaderboard

სანდრო ბრეგაძე: იმ საქართველოს რა ვუთხარი, სადაც დიდი მერაბ კოსტავაც გმირად-პოლიტპატიმრად იწოდება და ეს მანქურთი ლაზარეც გმირი-პოლიტიკური პატიმარია!

„იმ საქართველოს რა ვუთხარი , სადაც ზნედაცემული პრეზიდენტი 5 ივლისს დაჭერილ ბიჭებს, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს, ბეჟან გვაზავას და ირაკლი დოკვაძეს არ იწყალებს – სამაგიეროდ ლაზარეს, გვარამიას და მთელს საქათმეთს თავისუფლებაზე უშვებს!” – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით

გულს თუ დამადგა ვერც დავახველო

ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით

ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”

აკაკი წერეთელი

1864 წ.

იმ საქართველოს რა ვუთხარი, სადაც საყურიანი მანქურთი ლაზარე გმირია!

იმ საქართველოს რა ვუთხარი, სადაც დიდი მერაბ კოსტავაც გმირად-პოლიტპატიმრად იწოდება და ეს მანქურთი ლაზარეც გმირი-პოლიტიკური პატიმარია!

იმ საქართველოს რა ვუთხარი , სადაც ზნედაცემული პრეზიდენტი 5 ივლისს დაჭერილ ბიჭებს, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს, ბეჟან გვაზავას და ირაკლი დოკვაძეს არ იწყალებს – სამაგიეროდ ლაზარეს, გვარამიას და მთელს საქათმეთს თავისუფლებაზე უშვებს!

იმ საქართველოს რა ვუთხარი, სადაც ლაზარიას უგვანო მამა, ვინმე „ქესტუმა“ გალანძღავს და იმ პოლიციას რა ვუთხარი, რომელსაც ის პირში ყოველდღე დედას დედას აგინებს!

იმ საქართველოს რა ვუთხარი, რომელშიც  ზვიადის-მერაბის ეროვნული მოძრაობის დროს კაცების ყიჟინა-ლომების ღრიალი ისმოდა და სადაც დღეს ქათმების კაკანი-კატების კნავილი ისმის!

ლაზარიას გმირად გამოცხადება – ეს არის ერის დეგრადაცია, ეს არის დიდი ქართველი  ერისათვის სულში ჩაფურთხება, ეს არის ქრისტიანული რწმენის და ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული გმირების სახელის შეურაცხყოფა!” – წერს სანდრო ბრეგაძე.

ასევე იხილეთ