top_leaderboard

ნიკო კახეთელიძე: მე მჯერა საქართველოს მოქალაქეების, არ აყვებიან ავანტიურას და არ ჩააგდებენ საფრთხეში ქვეყნის ევროპულ მომავალს

„ვიზალიბერალიზაციის უკან წაღებას ოცდაშვიდი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამას საფუძველი სჭირდება. რეზოლუცია შეიძლება გახდეს ამ პროცესის სამართლებრივი საფუძველი? არ შეიძლება. რადგან რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და ცხელთავიანების ემოციებზე ზემოქმედების საშუალება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ნიკო კახეთელიძე წერს.

„საკითხი მარტივად გადამოწმებად ფაქტებს ეხება. ვიზალიბერალიზაციის უკან წაღებას ოცდაშვიდი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამას საფუძველი სჭირდება.                   

რეზოლუცია შეიძლება გახდეს ამ პროცესის სამართლებრივი საფუძველი? არ შეიძლება. რადგან რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და ცხელთავიანების ემოციებზე ზემოქმედების საშუალება.

ისმის კითხვა: ოპოზიციაში ყველა შტერია და არავინ არ იცის, რაც ზემოთ მოგახსენეთ? რა თქმა უნდა, არა!. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც მშვენივრად იციან ამ საკითხის დასმის აბსურდულობა. მათ ისიც იციან, რომ არჩევნებით ვერ მოიგებენ. ამიტომ სჭირდებათ არეულობა და დესტაბილიზაცია. ეს პროცესი ემსახურება მხოლოდ ამას!

მე მჯერა საქართველოს მოქალაქეების. არ აყვებიან ავანტიურას და არ ჩააგდებენ საფრთხეში ქვეყნის ევროპულ მომავალს” – წერს ნიკო კახეთელიძე.

ასევე იხილეთ