top_leaderboard
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი აქტივისტების for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე: როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, ცდილობენ ხელისუფლებისა და ხალხის მოთმინების გამოცდას

„ამათ, როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადავკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც აქტივისტი ნატა ფერაძე და ლევან ფირცხალაიშვილი “გამჭვირვალობის კანონპროექტის” საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ.

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული პირები ხელისუფლების და ხალხის მოთმინების გამოცდას ცდილობენ.

„ამათ როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, ზოგიც ქალიშვილობას და ზოგიც ვაჟიშვილობასო, არც ტერიტორიების 20% დაკარგვაც არ არის პრობლემაო. თავი რომ აქვთ დაკარგული, ამაზე არაფერს არ ამბობენ. ძალიან, ძალიან ცდილობენ ხელისუფლებისა და ხალხის მოთმინების გამოცდას…” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ