top_leaderboard

გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების მე-60 კონფერენცია გაიხსნა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მთავარი თემა ისრაელ-„ჰამასის“ და უკრაინის ომები, ასევე ნატო-ს თავდაცვის ხარჯები იქნება. კონფერენცია ფოკუსირებულია თავდაცვისა და დიპლომატიის საკითხებზე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილე მაღალჩინოსნებს შორის არიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კონფერენციას ესწრებიან პოლიტიკოსები, სამხედრო ოფიცრები და დიპლომატები მთელი მსოფლიოდან. კონფერენციას ასევე დაესწრებიან ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი მოჰამად შტაიე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 18 თებერვლამდე გაგრძელდება.

ასევე იხილეთ