top_leaderboard
left_sabechdi

კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქართველ სპორტსმენებს შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ორმა თანამემამულემ ძალიან გვასახელა და გაგვახარა. მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. ილია თოფურია პირველი ქართველია, ვინც ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო მერაბ დვალიშვილმა თავისი შედეგი გააუმჯობესა. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ეჭვი არავის გვეპარება, რომ სამომავლოდ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა მათ. ჩვენც ვუერთდებით ამ სიხარულს. მინდა, ორივეს მივულოცო და ბევრი წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „ალმას“, რომელმაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა მისცა, ორთაბრძოლები ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებულ მონიტორებზე ენახათ.

ასევე იხილეთ