top_leaderboard

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის კვლავ იმ აზრზეა, რომ დიპლომატიასა და დიალოგს უნდა მიეცეს შანსი.

ამ მიზნის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური არხების უმაღლეს დონეზე გამოყენებას. თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ასევე ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უფლებები და ინტერესები“, – განაცხადა ერდოღანმა.

ასევე იხილეთ