left_sabechdi

ქვიშის ფრენბურთში საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველო ქვიშის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს.

კონტინენტის პირველობის მეორე საშეჯიბრო დღეს ლუკა ჯანელიძემ და ირაკლი სუბელიანმა მოლდოველი დუეტი ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. (21:17; 15:21; 17:15). ჩვენმა ფრენბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება მოიპოვეს.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია სპორტსმენებს ევროპის 33 ქვეყნიდან მასპინძლობს. ჩემპიონატი კახეთის რეგიონში, „ამბასადორი კაჭრეთში“ იმართება. ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ფრენბურთელებში ტარდება და მონაწილეობას იღებენ, როგორც გოგონები, ასევე ვაჟები. საქართველო გოგონებსა და ვაჟებში 3-3 წყვილით ასპარეზობს.

ქვიშის ფრენბურთი არის ზაფხულის სპორტი, რომელშიც თამაში 8X8 მეტრის ზომის ქვიშის მოედანზე მიმდინარეობს. ქვიშის ფრენბურთი 1996 წლიდან ოლიმპიურ სახეობად გამოცხადდა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ქვიშის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები:

1. ავსტრია

2. აზერბაიჯანი

3. ბელგია

4. ხორვატია

5. ჩეხეთი

6. დანია

7. ინგლისი

8. ესტონეთი

9. ფინეთი

10. საფრანგეთი

11. საბერძნეთი

12. საქართველო

13. გერმანია

14. უნგრეთი

15. ისრაელი

16. იტალია

17. ლატვია

18. ლიტვა

19. მოლდოვა

20. პორტუგალია

21. ნიდერლანდები

22. ნორვეგია

23. პოლონეთი

24. სერბეთი

25. სლოვაკეთი

26. სლოვენია

27. შვედეთი

28. შვეიცარია

29. თურქეთი

30. რუმინეთი

31. უკრაინა

32. ფარერების კუნძული

33. ანდორა

34. სომხეთი

ასევე იხილეთ