left_sabechdi

გოდერძი ძებისაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტისთვის ემზადება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება გოდერძი ძებისაშვილს.

ძებისაშვილმა ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება მიმდინარე წლის აპრილში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოახერხა – ქართველმა შეჯიბრების ნახევარფინალში მოლდოველი მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ძებისაშვილი პარიზში 10 აგვისტოს გამოვა, მას სადებიუტო ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

ასევე იხილეთ