top_leaderboard
left_sabechdi

ნინო წილოსანი ლგბტ პროპაგანდაზე: არასრულწლოვანთან ამ თემებით შესვლა და პროპაგანდირება პირდაპირ ზიანს წარმოადგენს მათთვის და ეს უკვე გარკვეული კვლევებით, ფაქტებით დასტურდება

დღეს ამის საჭიროება გახსნა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის დასავლურ სამყაროში წარმოშობილმა ფართო დისკუსიამ ამ თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ხელისუფლებას მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხებოდა, რომელიც მათი განცხადებით, საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„ეს განსაკუთრებით მტკივნეულად არის აშშ-ისა და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, ბავშვებში აღნიშნული პროპაგანდის წარმოება, რა დროსაც მნიშვნელოვნად ილახება ბავშვის უფლება – არასრულწლოვანთან ამ თემებით შესვლა და პროპაგანდირება პირდაპირ ზიანს წარმოადგენს მათთვის და ეს უკვე გარკვეული კვლევებით, ფაქტებით დასტურდება“, – აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ საზოგადოებისთვის ნათელი იქნება მმართველი გუნდის შეთავაზების მიზანი და მოტივაცია.

 

ასევე იხილეთ