top_leaderboard
left_sabechdi

ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე: ეს ადამიანი ლახავს ყველა შესაძლო ზღვარს და წითელ ხაზებს

ეს ადამიანი ლახავს უკვე ყველა შესაძლო ზღვარს და წითელ ხაზებს. არაფრით არ მივესალმებით თუნდაც ამ ფორმატში პატრიარქის ან ეკლესიის ასე დისკრედიტებულად მოხსენიებას და რომელიმე ძალასთან მიკუთნებადობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ალბათ ნათლად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოველ ახალ გამოსვლაზე ახალ-ახალ საზღვრებს ლახავს.

„სალომე ზურაბიშვილი ზიანს აყენებს საკუთარ რეპუტაციას და გარკვეულწილად რაღაც ინსტიტუციების რეპუტაციასაც, რადგან ეკლესია პატრიარქის იმ დიდი აღიარებითა და პატივისცემით, რომელიც საზოგადოებაშია, არანაირ კითხვის ნიშნებს არ აჩენს არც ერთი ჩვენგანისგან და განსაკუთრებით პრეზიდენტისგან. ამ საკითხზე ამ კითხვების და თავისი სურვილების გაჟღერება და გარკვეულწილად ჩარევა, გახსნილ მედიაპლატფორმაზე და ამ ყველაფრის ასე საჯაროდ გაცხადება, ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა მას აზიანებს და კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ ეს ადამიანი ლახავს უკვე ყველა შესაძლო ზღვარს და წითელ ხაზებს. არაფრით არ მივესალმებით პატრიარქის ამ ფორმატში, ან ეკლესიის ასე დისკრედიტებულად მოხსენიებას და რომელიმე ძალასთან მიკუთნებადობას, რადგან ჩვენს ეკლესიას აქვს გაცხადებული მიზნები, გაცხადებული აღმსარებლობა და ამის მიღმა რამე იარლიყების მიკერება ვფიქრობ, უზომოდ საზიანოა ჩვენი მოცემულობისთვის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ