top_leaderboard

Le Figaro: მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდება უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდება უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მაკრონის განცხადება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ საფრანგეთის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გააკრიტიკა.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გუნდს სურს, ევროპულ არჩევნებზე კამპანიის თემად აქციოს უკრაინის ომი და რუსეთისადმი დამოკიდებულება.

29 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ყველა კომენტარი უკრაინასა და რუსეთს შორის ომზე საგულდაგულოდ იყო გააზრებული.

27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ასევე იხილეთ