top_leaderboard

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილა

თამარ ტყეშელაშვილმა და ადრიან ფოზარდმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმაონ პარტნიორული ურთიერთობები სამართლის უზენაესობისა და საჯარო სერვისების გაცემის სფეროებში და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი ინოვაციური პროექტის – „მობილური იუსტიციის სახლის” შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების ფილიალების არსებობას, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ აქვს.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ეფექტიანი და სწრაფი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პენიტენციური სისტემის რეფორმა და სხვა.

თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვთ. კერძოდ,

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის კომპონენტი, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.

2023 წლიდან მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით ნერგავს მიწის ადმინისტრირების ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მუშაობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურისა (NSDI) და გეოპორტალის შექმნაზე.

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით საჯარო რეესტრის მონაწილეობით მიმდინარეობს GRAIL-ის პროექტი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი.

ასევე იხილეთ