top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

“ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა აჭარით დავიწყეთ. დღეს ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან და რეგიონული მდივანთან, დიმიტრი სამხარაძესთან ერთად შევხვდი,” -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, შეხვედრის მთავარი საკითხი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ამ არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

როგორც აღვნიშნე, 2024 წლის არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ განვლილ პერიოდზე, გარკვეულ სირთულეებზე, რომელიც დაკავშირებული იყო გლობალურ პოლიტიკასთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და სხვადასხვა ძალების მცდელობებთან, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. საუბარი ასევე შეეხო შიდაპოლიტიკურ გადაადგილებებს.

ვისაუბრეთ მაქსიმალური მობილიზების საჭიროებაზე ყველა რეგიონში. სწორედ ამას ემსახურება ჩემი გასვლითი, რეგიონული შეხვედრები“, – წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.

ასევე იხილეთ