top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ერთნაირსქესიანთა ქორწინებას პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი

პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ასეთ პრევენციებს ჩვენ კიდევ გავაკეთებთ და მომავალში გამოგვადგება – დავაზღვევთ საზოგადოებას ამ მავნე შედეგებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან მომავალი თაობის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ქართული საზოგადოების, მისი უმრავლესობის 90%-ზე მეტია ეს რიცხვი, აზრია, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან. უარი ვუთხრათ პროპაგანდას და თანხმობა ვუთხრათ უფლებების დაცვის ძალიან მაღალ ხარისხს. ძალიან მოკლედ, სლოგანივით შეიძლება ვთქვათ, არა პროპაგანდას, კი – უფლებებს.

ვფიქრობთ, ჯერ დაველოდოთ, ეს ჩვენი ოპონენტი იქნება, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, სხვადასხვა სოციუმი, მათ შემოთავაზებას, როგორ მიაჩნიათ სწორად. როგორ უნდა გაიმიჯნოს და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენისგან.

ძალიან რეალურია პროპაგანდის ხარისხი, „ნიუსები“, რაც ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის; ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონების მცდელობები ძალიან რეალურია. ჩვენ 2017 წელს გვეუბნებოდნენ, რა საფრთხეა ახლა ისეთი, ამას კონსტიტუციაში რატომ წერთ. დღეს ხომ მივხვდით, საფრთხე რა იყო…

დღეს ჩვენ ამოქოლილი გვაქვს ის ხვრელი, სადაც შესაძლოა, ვიღაცამ მოგვთხოვოს, რომ დავაკანონოთ. პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ასეთ პრევენციებს ჩვენ კიდევ გავაკეთებთ და მომავალში გამოგვადგება – დავაზღვევთ საზოგადოებას ამ მავნე შედეგებისგან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

ასევე იხილეთ