left_sabechdi

კარლსრუეს მთავარი მწვრთნელი: ყველამ იცის, რომ კარლსრუეს ფანებს ბუდუ განსაკუთრებით უყვართ!

კარლსრუეს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა.

„ზივზივაძე ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში დაგვიბრუნდა. ამის საუკეთესო მაგალითია ის მომენტი, როდესაც ჩვენს ნახევარზე მან ზედიზედ ორი თუ სამი ორთაბრძოლა მოიგო. ეს არის საბრძოლო სულისკვეთება, რომელსაც ქომაგები შესაფერისად უფასებენ. ზოგადად, ყველამ იცის, რომ კარლსრუეს ფანებს ბუდუ განსაკუთრებით უყვართ.

ბადენელ გულშემატკივრებსა და ქართველ თავდამსხმელს შორის რაღაც ქიმია არსებობს. ამ მხრივ ის ფიოლერს მაგონებს. უბრალოდ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ „ლურჯების” ფორვარდი ყოველ მატჩში ჰეთ-თრიკს შეასრულებს”, – განაცხადა გერმანული კლუბის დამრიგებელმა.

ასევე იხილეთ