left_sabechdi

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა საქართველოსთან ერთა ლიგაზე წაგებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.

„ჩვენს თამაშს პოზიტიურად ვერ შევაფასებ. ამაზე ის ერთადერთი გოლი მეტყველებს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი არ მომეწონა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენს გუნდს დიდი სხვაობით აჯობეს.

გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. იმედია, უკრაინასთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც უკეთესი იქნება“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

 

ასევე იხილეთ