top_leaderboard
left_sabechdi

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

ახლა უკვე ყოფილი პრემიერის თქმით, ის პარლამენტის ორ უმსხვილეს პოლიტიკურ ჯგუფს შორის 2023 წლის ივნისში მიღწეულ შეთანხმებას ასრულებს.

„ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის პოლიტიკურად სამართლიანი ქმედებების და მიცემული სიტყვის შესრულების ნაწილი“, – განაცხადა დენკოვმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 6 ივნისს ბულგარეთის პარლამენტის ორ უმსხვილეს ჯგუფს შორის მიღწეული იყო შეთანხმება, რომლის მიხედვით, ნიკოლაი დენკოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია გაბრიელი პრემიერ-მინისტრის და პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობას რიგრიგობით, 9-9 თვის განმავლობაში დაიკავებენ.

ასევე იხილეთ