top_leaderboard

ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყებამ ბრიტანული მხარისგან აგრემანი უკვე გამოითხოვა.

8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალი ვალერი ზალუჟნის ნაცვლად შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.

ასევე იხილეთ