top_leaderboard
left_sabechdi

მერაბ დვალიშვილმა დაშვებული წონის ლიმიტი უკვე დააფიქსირა

მაიამი წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ივენთს, UFC 299-ს მასპინძლობს. ქარდის მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის შედგება, სადაც შონ ო’მალი ჩიტო ვერას დამარცხებას მეორედ, ხოლო ქამრის დაცვას პირველად შეეცდება. მათ შორის გამარჯვებულს მერაბი შეებრძოლება – ეს დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, მერაბის სწრაფვა ჩემპიონობისკენ ისეთი ძლიერია, რომ ქართველმა მანქანამ გადაწყვიტა სატიტულო ბრძოლა დაეზღვია – ანუ მაიამიში ჩასულიყო, წონა თავადაც ჩაებარებინა და რომელიმე მებრძოლის ჩახსნის შემთხვევაში, ბრძოლა გადაერჩინა.
ოფიციალურ აწონვებამდე 4 საათი რჩება – მერაბ დვალიშვილმა დაშვებული წონის ლიმიტი უკვე დააფიქსირა. წონის კლება მოსამზადებელი პერიოდის ყველაზე რთული პროცესია, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. მერაბმა კი ეს პროცესი 1 თვის წინ უკვე გაიარა, ახლა კი მზაობა მეორეჯერაც გამაოცხადა. დვალიშვილს ეს ნაბიჯი როგორც UFC-ს მრავალმა გულშემატკივარმა, ასევე მებრძოლებმაც დაუფასეს.

 

 

 

ასევე იხილეთ